воскресенье, 8 ноября 2009 г.

  • პროექტის სახელი :” დუმ-ბაქ თექეე”
  • პროექტი მოკლე აღწერილობა: მოსწავლეები გაეცნობიან და მოიძიებენ ინფორმაციას თექის შექმნის შესახებ.
  • პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ქართველი ქალის,განსაკუთრებით თუში და მთიელი ქალის პირდაპირ კავშირს თექის ხელოვნებასთან . მოიძიებენ ისტორიას, თუშეთისთვის ტრადიციული დარგის მეცხვარეობის შესახებ, რომელიც XIX საუკუნიდან ტრადიციული გახდა.განიხილავენ ცხვრის ჯიშებს ,რომლის რბილი და ნაზი ბზინვარე მატყლი ითვლება უმაღლეს ხარისხად თექის წარმოებაში . შეისწავლიან ქართულ ენაში თუშურ დიალექტში ფერის ურთიერთშეხამებისა და ზოგად ფერების აღმნიშვნელ მდიდარ ტერმინოლოგიას. მოიძიებენ ინფორმაციას ღებვასთან და მატყლის დამუშავებასთან დაკავშირებით.განიხილავენ ბუნებრივი საღებავების ჯგუფებს.მოიძიებენ ინფორმაციას ღებვისთვის საჭირო ჭურჭლის შესახებ. მოიძიებენ ტექნოლოგიას და თანმიმდევრობას ღებვის და ფერების შესახებ. მოიძიებენ ინფორმაციას მაგიურ-რელიგიური ქმედებების შესახებ,რომელსაც ღებვისას მიმართავდნენ.
  • პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
  • აქტივობები: ექსპერიმენტი

ილუსტრაციებზე მუშაობა

წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა

მოძიებული ინფორმაციის ანალიზი

  • მოსალოდნელი შედეგები: თექის დამუშავების და ღებვის უძველესი ტრადიციების შესწავლა
  • პროდუქტიულობა: მნიშვნელოვანი ინფრომაციული წყაროს შექმნა თექის დამუშავებით დაინტერესებული პირებისათვის.
  • სარგებელი: მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძება უძველესი რიტუალებისა და ტრადიციებისადმი
  • სამუშაო ენა: ქართული
  • მონაწილეები: №24 საჯარო სკოლის მოსწავლეები

პროფესიული სწავლების ცენტრი „იმედი“

  • საგნებთან კავშირი: ქიმია, ფიზიკა, ისტორია

Комментариев нет:

Отправить комментарий